ითხვისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები
01-05-2024
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 
 
ამჯერად, დაწყებითი კლასების მოსწავლეები, ბუნების მასწავლებლის ნინო კურტანიძის ხელმძღვანელობით, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმს ეწვივნენ და თბილისის ზოოპარკი დაათვალიერეს. მათ საქართველოს ენდემური ფლორისა და ფაუნის შესახებ ბევრი ახალი რამ გაიგეს.

გარდა ამისა, საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მანანა ღუღუნიშვილისა და სოფიო ხვედელიძის ხელმძღვანელობით, სკოლაში ღონისძიება - „დედამიწა ჩემი სახლია“ ჩაატარეს. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე თვალსაჩინოდ წარადგინეს ინფორმაცია იმ საფრთხის შესახებ, რაც გარემოზე უდიერი ზემოქმედების შემთხვევაში, მოსახლეობას ელის.

მათ ყურადღება გაამახვილეს გზებზე, რაც უსაფრთხო გარემომდე მიგვიყვანს. მოსწავლეებმა დარგეს ყვავილები და ხეხილის ნერგები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება საინტერსოდ წარიმართა. მსმენელმა კი გარემოს დაცვის საკითხებზე ინფორმაცია მიიღო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203