თბილისის N103 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ლიზი ლალიაშვილმა მხატვრულ ტანვარჯიშში, საერთაშორისო ტურნირზე საპრიზო ადგილი დაიკავა
01-05-2024
თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ წარმატებას აღწევენ. 

ამჯერად, სკოლაში პედაგოგ რუსუდან ნუცუბიძის სადამრიგებლო - V კლასის მოსწავლე ლიზი ლალიაშვილის მიღწევით ხარობენ.
27-28 აპრილს ვარშავაში საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში - UNITY CUP - „ვარშავის ქალთევზა“ გაიმართა.

ტურნირის მონაწილე თერთმეტი ქვეყნის ტანმოვარჯიშეთა შორის ლიზი ლალიაშვილი ასპარეზობდა. მან შესაძლებლობები გამოავლინა და ტურირის ბრინჯაოს თასის მფლობელი გახდა.

„ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას ლიზის. კიდევ ბევრი გამარჯვებით გაეხარებინოს მშობლიური სკოლა და ჩვენი ქვეყანა.
ლიზი, ჩვენ ვამაყობთ შენით“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203