„ნადირობა კვერცხებზე“-სახალისო აქტივობა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოწაფეთა ინტერკულტურული განათლებისთვის
01-05-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები ფრანგულ ენას ენას ხალისით სწავლობენ. მათ მოტივაციაზე კი პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც მოწაფეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევ აქტივობებს სთავაზობენ. 

ახლახან, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში ფრანგული ენის პედაგოგების - რუსა კილაძისა და თეონა ჩაკვეტაძის ორგანიზებით, გაიმართა აქტივობა, რომელიც საფრანგეთში წინასააღდგომო რიტუალია.

მოეწყო „ნადირობა კვერცხებზე“- სახალისო აქტივობა/შეჯიბრი, მოსწავლეთა ინტერკულტურული განათლებისთვის.

სააღდგომო ლექსიკის: სიტყვების, ფრაზების, ლექსების გამოკითხვის შემდეგ, მე-5 კლასელების ორი ჯგუფი, სააღდგომო სიმღერების ფონზე, ერთმანეთს შეეჯიბრა სკოლის ბაღში დამალული შოკოლადის კვერცხების პოვნაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203