ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ
01-05-2024
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს, რომლებიც სასწავლო პროცესს საინტერესო აქტივობებით ამრავალფეროვნებდნენ.
ამჯრად, მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოების მიზნით, ირმა დევაძის სადამრიგებლო llე კლასის მოსწავლეები ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიულ მუზეუმ „ბორჯღალოს“ ეწვივნენ. მოსწავლეებმა მუზეუმში დაცული აჭარის რეგიონისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტები დაათვალიერეს და ხალხური რეწვის დარგებსა და აგრარული მეურნეობის ყოფით ცხოვრებას გაეცნენ.
გარდა ამისა, მათ ნახეს ადამიანთა ფიგურები სხვადასხვა საქმიანობისას - შესაბამისი ჩაცმულობით, სამუშაო გარემოთი და იარაღ- ინვენტარით. მოსწავლეები მუზეუმის დამფუძნებელ ქემალ თურმანიძეს შეხვდნენ, რომელიც მათ, თითოეული ექსპონატის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე, საინტერესოდ ესაუბრა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს