არხილოსკალოს საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი მედლები საზეიმოდ გადაეცათ
01-05-2024
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნავს, ამის ნათელი დასტური კურსდამთავრებულთა მიღწევებია.

2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - სოფიო დაქუზაშვილს, ტატო ქავთარაძესა და გიორგი ბეგიაშვილის კუთვნილი ოქროს და ვერცხლის მედლები საზეიმოდ გადაეცათ. 

დაჯილდოების ცერემონია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართა. კურსდამთავრებულებს მედლები გადასცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა - დავით სონღულაშვილმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა - ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე - ნუგზარ პაპიაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - მაკა ჯანაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა კლასის დამრიგებელი ლალი ბერელაშვილი იყო. სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ და წინსვლას უსურვებენ. 

სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს - დავით სონღულაშვილს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს - ნიკოლოზ ჯანიაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს - ნუგზარ პაპიაშვილს და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს - მაკა ჯანაშვილს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203