„როგორ და რატომ შევიტანო წვლილი ქალთა ისტორიული როლის წარმოჩენაში“- ალერტკარის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი ხორციელდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა დატვირთული.
მათ შორის, სკოლაში პროექტის - „როგორ და რატომ შევიტანო წვლილი ქალთა ისტორიული როლის წარმოჩენაში“ განხორციელება აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა აქტივობებია: ინფორმაციების მოძიება, პოსტერების თუ კედლის გაზეთების დამზადება, პრეზენტაციების შექმნა.
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ და დაამუშაონ, გაეცნონ იმ ქალთა მოღვაწეობისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციას, ვინც წვლილი შეიტანა და გარკვეული სახის კვალი დატოვა კაცობრიობის ისტორიასა და განვითარებაში, მათ შორის სამეცნიერო მოღვაწეობით, გამოგონებებით.
აღნიშნულ პროექტში VII-XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ, ხოლო მათ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - ა. გვაჯაია ხელმძღვანელობს.
იხილეთ ფოტოები: