ალგეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს მხიარულებასა და საზრიანობაში შეეჯიბრნენ
01-05-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
30 აპრილს, რუსული ენის მასწავლებლმა - როზა იუზბაშევამ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფორმატის (მან-სან-კანი) აქტივობა გამართა. შეჯიბრში მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება საინტერესოდ და აქტიურად წარიმართა. მოსწავლეებმა ცოდნა, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ. ბოლოს, ჟიურიმ I და II ადგილის მფლობელი ჯგუფები დაასახელა და სერტიფიკატები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს