პტენის სკოლის მე-4 კლასელთა სპექტაკლი და ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული სხვა აქტივობები
01-05-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების წევრები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ.
ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე იზეიმეს. კლასში თემატური აქტივობა - „ვინც დამიცავს, ვინც მომივლის, მე ვარ მისი დედამიწა“, საგან - ქართული ენის ფარგლებში გაიმართა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები, პედაგოგ ირმა ტაბატაძის ხელმძღვანელობით, დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ სხვადასხვა აქტივობა გამართეს, საინტერესოდ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ დედამიწას უნდა მოუფრთხილდნენ. მოსწავლეებმა სპექტაკლი გამართეს, სადაც ცოცხალი არსებებისთვის გარემოს დაცვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს