სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სოციალურად დაუცველ ოჯახს ქველმოქმედების მიზნით ესტუმრნენ
01-05-2024
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა აქვთ. ამ მიმართულებით კი, არაერთ აქტივობას ახორციელებენ.

29 აპრილს მეშვიდე - მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგების - ლამზირა ოსეფაშვილისა და ამაია ფატულაევას ორგანიზებით, ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს ეწვივნენ.

პროექტის მიზანი მოსწავლებში ისეთი პრინციპების გაცნობიერება იყო, როგორიცაა:

  • ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერება;
  • თავისუფალი, მშვიდობიანი დემოკრატრიული საზოგადოება;
  • ინკლუზია, ტოლერანტობა, სამართლიანობა;
  • მაღალი სამოქალაქო ცნობიერება;
  • ზოგადსაკაცობრიო ეთიკური, ზნეობრივი და მორალური პრინციპები.

მოსწავლეებმა სოციალურად დაუცველ ოჯახს ტკბილეული, სხვადასხვა პროდუქტი და მედიკამენტები მიუტანეს. ოჯახი კი სტუმრებს ჩაითა და ტკილეულით გაუმასპინძლდა.

„სიკეთე არ იკარგება ღვთის წინაშე. დღევანდელი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, მოსწავლეს უნდა მიეცეს რეალიზების, ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენების საშუალება, მხოლოდ ცარიელი სიტყვებით კი არ გამოხატოს, არამედ ქმედებით განახორციელოს.
როდესაც მოსწავლე სწავლობს სხვის დახმარებას, პრობლემების გამომწვევი მიზეზების კვლევას, გადაჭრის მექანიზმების ძიებას, გამოსავლის მოძებნას, ის იქნება აქტიური, დემოკრატიული პრინციპებით აღჭურვილი მოქალაქე“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203