„ნოეს კიდობანი“- ნინოწმინდის N1 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება
01-05-2024
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რითაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიან.
ამჯერად, ლამაზი ღონისძიება - „ნოეს კიდობანი“ მე-4ა კლასში, მუსიკის მასწავლებლის - ანა კარსლიანისა და კლასის დამრიგებლის - ანაჰიტ საჰაკიანის თანამშრომლობით, გაიმართა.
მისი თემა სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, შეირჩა. მოსწავლეები ღონისძიებაში უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ, ისინი შესაბამისად გამოეწყვნენ, საკუთარი როლები შესანიშნავად შეასრულეს და სასკოლო საზოგადოებას გამორჩეული ღონისძიება აჩუქეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს