ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო კლუბის ორგანიზებით, დასუფთავების აქცია ჩატარდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მოსწავლეთა მამოტივირებელი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში სამოქალაქო კლუბის ორგანიზებით დასუფთავების აქცია ჩატარდა. ღონისძიების დაწყებამდე მოსწავლეებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, სადაც გარემოს დაცვაზე, ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
აქტივობებში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო. მათ საინტერესოდ ისაუბრეს და ცოდნა გამოავლინეს.
სასკოლო საზოგადოებამ გარემო მოაწესრიგა, დაასუფთავა და ნარჩენები შეაგროვა. აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ.
იხილეთ ფოტოები: