წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასელებმა ბიბლიოთეკარის დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს
01-05-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაში კი ბიბლიოთეკის როლი დიდია. 

30 აპრილი ბიბლიოთეკარის დღეა. ეს დღე VII და VII კლასის მოსწავლეებმა, საინტერესო აქტივობით აღნიშნეს, ერთმანეთს გააცნეს თავიანთი ხელით შექმნილი „იანგულის დღიური“, დაათვალიერეს, წაიკითხეს, შეაფასეს ნამუშევრები და დირექტორის - ფაქიზო ფანჩულიძის ინიციატივის საფუძველზე, სკოლის ბიბლიოთეკას უსახსოვრეს.

30 აპრილი ბიბლიოთეკარის დღეა. თარიღი საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ინიციატივით 2004 წლიდან აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203