„თორნიკე ერისთავის“ პერსონაჟების პროფილები სოციალურ ქსელებში - იხილეთ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
01-05-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ. ისინი სასწავლო პროცესში ასევე ძალიან ეფექტურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რითიც გაკვეთილები მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება. 

ამჯერად, ასეთი საინტერესო ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი აღმოჩნდა, რომლის თემა - „ცოდნის ტრანსფერი სოციალური ქსელების გამოყენებით“ გახლდათ. 

სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა პოემა „თორნიკე ერისთავის“ მიხედვით შექმნეს პოსტერები სხვადასხვა სოციალური ქსელისა და youtube-ის გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ პერსონაჟებისთვის ხელოვნური ინტელექტის აპლიკაცია შესანიშნავად გამოიყენეს ბავშვებმა.

აქტივობები მათთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ვიდეო  ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203