ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი უკლება, საგანმანათლებლო ვიზიტით, აშშ-ში იმყოფებოდა
01-05-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ კონკურსებსა და პროექტებში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.  

მათ შორისაა სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლიზი უკლება, რომლის დამრიგებელი ფიქრია მაჩიტიძე გახლავთ. მოსწავლე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სრულად დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში (On Demand Youth Leadership Program) 3 კვირით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

პროექტის მთავარი მიზანი გახლდათ ბავშვების ცნობიერების ამაღლება მოხალისეობისა და ლიდერობის მიმართულებით.

მე-11 კლასელი ესწრებოდა სხვადასხვა ტიპის ტრენინგებსა და სამუშაო აქტივობებს მდგრადი განვითარების მიზნებისა და პროექტების მართვის შესახებ.

ის, ამავდროულად ესტუმრა ვაშინგტონში არსებულ გამორჩეულ ორგანიზაციებს, როგორიცაა მშვიდობის კორპუსი, ბილ და მილენდა გეიტსების ორგანიზაცია.

„ლიზი მასპინძელ ოჯახთან ერთად აქტიურად ეცნობოდა ქვეყნის კულტურას. მოინახულა თეთრი სახლი, კაპიტოლიუმი და სხვა ღირსშესანიშნაობები“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლის წარმატებით სკოლაში ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203