ქუთაისის N32 სკოლის კლუბი - Beam with books, შექსპირის კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტს სტუმრობდა
02-05-2024
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს ინგლისური ენის კლუბი - Beam with books, რომელიც არაერთ საინტერესო აქტივობას აწყობს. 

მათ შორის აღსანიშნავია, რომ 25 აპრილს, შექსპირის კვირეულის ფარგლებში, კლუბს უმასპინძლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტმა.

მოსწავლეებისთვის ვიზიტი ძალიან საინტერესო, მრავლისმომცველი და შემეცნებითი იყო, მოსწავლეებმა ღირსეულად უპასუხეს 15 დან 14 შეკითხვას უილიამ შექსპირისა და შემოქმედების შესახებ.

სკოლა მადლობას უხდის მასპინძლებს საინტერესო, ნაყოფიერი და სასიამოვნო აქტივობებისთვის და კლუბის წევრებს აქტიური ჩართულობისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203