ქუთაისის N32 სკოლის ფრანკოფონი მოსწავლე საგანმანათლებლო კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
01-05-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსში ერთვებიან, სადაც შესაძლებლობებს მაქსიმალურად ავლენენ და წარმატებასაც აღწევენ.

ამჯერად, ისინი „ფრანკოფინია 2024-ის“ ფარგლებში გამართულ კონკურსებში მონაწილეობდნენ წარმატებით.

ფრანკოფინია 2024“ წლის კონკურსებში მონაწილე მოსწავლეების სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.

კონკურსში „j'aime le français“ მე-11 კლასის მოსწავლემ - ლიზი ფხაკაძემ გაიმარჯვა.

სკოლაში კონკურსის ყველა მონაწილეს ულოცავენ მიღწეულ წარმატებას.

„ამავე ღონისძიებაში მონაწილეობდა სკოლის მე-8 კლასის ფრანკოფონები და წარადგინეს სიმღერა „c 'est la vie“, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩვენი სკოლის მუსიკის პედაგოგს - ნინო ბახსოლიანს. მადლობა ყველა მონაწილეს და გისურვებთ წარმატებებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203