წალენჯიხის N2 სკოლის მოსწავლეებმა სააღდგომო ტრადიციებს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობაში ერთვებიან, რაც მათი პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებაა.
ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეები English Book Education, Macmillan Education-ის სააღდგომო გათამაშებას შეუერთდნენ.
პირობის თანახმად, მოსწავლეებმა სხვადასხვა ქვეყნის - საბერძნეთის, საქართველოს, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს სააღდგომო ტრადიციების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, პრეზენტაციები მოამზადეს და მათ მსგავსება-განსხვავებებზე ისაუბრეს.
მოსწავლეებმა დიდი მონდომებით იმუშავეს, საინტერესო ნამუშევრები მოამზადეს, ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილეს.
მათი დამრიგებელი მანანა ევსია და ინგლისურის მასწავლებელი ნინო კალანდია მოსწავლეთა განვითარებასა და წინსვლაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: