წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სააღდგომო საგანამანთლებლო გათამაშებას საინტერესო ნამუშევრებით შეუერთდნენ
01-05-2024

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი.

ამჯერად,  სკოლის მე-6 და მე-6 კლასების მოსწავლეები ჩაერთნენ English Book Education-ის სააღდგომო გათამაშებაში. მოსწავლეებმა აირჩიეს ქვეყნები როგორიც არის დიდი ბრიტანეთი და ამერიკა, შესადარებლად.

მოსწავლეებმა გაკვეთილზე შექმნეს პოსტერები, რომელზეც ასახულია მათ არჩეულ ქვეყნებში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია და შეადარეს ორივე მოცემული ქვეყანა ერთმანეთს, შემდგომ კი იმსჯელეს მათ მსგავსება-განსხვავებაზე.

აქტივობის ხელმძღვანელი, ინგლისური ენის მასწავლებელი ციცი ჭანტურია გახლდათ.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203