მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯარისკაცების ცხოვრებას გაეცნენ 
01-05-2024

აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები საინტერესო ადგილებს სტუმრობენ და ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით იმაღლებენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები თავდაცვის ძალების მე-2 ქვეით ბრიგადაში, ქალაქ სენაკში მიიწვიეს.

ამ ვიზიტის მიზანი, თავდაცვის ძალების პოპულარიზაციის და ჯარისკაცის ყოველდღიური საქმიანობის ახლოს გაცნობა გახლდათ.

ბავშვებმა სამხედრო მოსამსახურეების საქმიანობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღეს, მათ ყოველდღიურობას გაეცნენ, ცოდნა აიმაღლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.

„მადლობა თავდაცვის ძალებს, ბრიგადის მეთაურს და მაიორ როინ მაკარაძეს მის გუნდთან ერთად, მასპინძლობისა და დაუვიწყარი დღისთვის“ - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203