
ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში წიგნიერების დონის ამაღლებასა და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. დირექციისა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ბავშვები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამას ადასტურებს, ისიც, რომ „ფრანკოფონია 2024“ - დღეებთან დაკავშირებით ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებისთვის მოეწყო აქტივობა - „ზღაპრის კითხვა“, რომელსაც პედაგოგი სოფო მურუსიძე ხელმძღვანელობდა.
ბავშვებმა წაიკითხეს მათთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფრანგი მეზღაპრის - შარლ პეროს ცნობილი ზღაპარი „წითელქუდა“ „Le petit chaperon rouge“.
ამის შემდგომ, სკოლაში, მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა სხვადასხვა სახალისო აქტივობა. ბავშვებმა საინტერესო თემატური ნამუშევრები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ეს დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები, ღონისძიებები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის და მათ განწყობას უმაღლებს.
იხილეთ ფოტოები: