ქუთაისის N32 სკოლის მოსწავლეებმა ვიზუალური პროგრამირების დახმარებით, საინტერესო პროექტი შექმნეს
30-04-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოირჩევიან კრეატიული აზროვნებითა და შემოქმედებითი უნარებით, ამის მოწმობს Vა კლასის მოსწავლეთა ციფრული პროექტიც. 

მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე ვიზუალური პროგრამირების ონლაინ რესურსში scratch.mit.edu-ში შექმნეს პროექტი - „ისრიალე კატერით“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის შექმნის მიზანი იყო მოსწავლეებში: პრობლემის გადაჭრის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, მედიაწიგნიერების, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი აზროვნების ამაღლება.

აღსანიშნავია, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ზურა ხაკიანი გახლავთ, კლასის დამრიგებელი კი, ლიკა კალანდაძე.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203