ფარცხანაყანევის N1 და ქვიტირის საჯარო სკოლების მოსწავლეები საკომპოსტე ცენტრს ესტუმრნენ
30-04-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 და ქვიტირის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

ამჯერად, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქტივობების ფარგლებში, აღნიშნული სკოლების საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრების ორგანიზებით (ქეთევან ცერცვაძე, ლელა დათიაშვილი, ინგა ფხაკაძე, თამარ კენჭოშვილი, ციალა ჩხეიძე), საბაზო საფეხურის მოსწავლეები ქუთაისის საკომპოსტე ცენტრს ესტუმრნენ.

ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ბურჯალიანმა მოსწავლეებს კომპოსტის მომზადების წესი გააცნო და ორგანული სასუქის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. მოსწავლეები მუყაოს და პლასტიკის დაწნეხვა-ექსპორტისა და მყარი ნარჩენების სწორი მართვის პრინციპებსაც გაეცნენ.

„მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და სკოლებს შორის თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბებას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203