მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
30-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. 

ისტორიის მასწავლებელმა სამველ ღაზარიანმა და სომხური ენის მასწავლებელმა ლუსია უზუნიანმა მოსწავლეებს გააცნეს მოკლე ისტორია გენოციდის შესახებ და იმ ტრაგიკულ მოვლენებზე ესაუბრნენ, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია ამ დღესთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. 

აღსანიშნავია, რომ მაჭატიის საჯარო სომხურენოვანია და სასკოლო საზოგადოებისთვის ეს თარიღი მეტად მნიშვნელოვანი და ემოციურია.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203