
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა ინგლისურ ენაში.
გაკვეთილი 29 აპრილს, VII კლასში გაიმართა, თემაზე - Save our planet (გადავარჩინოთ დედამიწა), რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და გააზრებას, თუ რა როლი აქვთ თითოეულ მათგანს გარემოს დაცვაში.
გაკვეთილი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით. მოსწავლეებმა თავიანთ წარმოდგენილ პრეზენტაციებში ისაუბრეს ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე და დასახეს პრობლემის გადაჭრის გზები გარემოს გადასარჩენად.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა ნინო წილოსანმა და მიესალმა მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას. ასევე, მადლობა გადაუხადა ინგლისური ენის მასწავლებელს = მირანდა ფანცხავას მაღალი პასუხისმგებლობით ჩატარებული გაკვეთილისათვის და წარმატებები უსურვა მას.
იხილეთ ფოტოები: