
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში ეკოკლუბი „ვიტისი“ აქტიურად მუშაობს. მისი წევრები სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობას დიდი მონდომებით ახორციელებენ.
26 აპრილს, ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ვიტისის“ წევრებმა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფარგლებში, მორიგი აქტივობა გამართეს.
მოსწავლეებმა ერთი დღით დამლაგებლის პროფესია მოირგეს და სკოლის საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორია დაასუფთავეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეების მხრიდან იმ ადამიანების შრომის დაფასებას, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ სკოლის ჰიგიენის შენარჩუნებისათვის.
„მდგრადი განვითარების მე-8 მიზნის - (ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა) ფარგლებში, ეკოკლუბის განხორციელებულმა ყველა აქტივობამ კლუბის წევრებს დაანახა, რომ ყველა პროფესია საჭირო და დასაფასებელია! ყველა პროფესიას სჭირდება გულმოდგინედ სწავლა!
„ვიტისელები“ იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში დამლაგებლის პროფესია მეტად ანაზღაურებადი და შესაბამისად მოთხოვნადიც გახდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ნებისმიერი პროფესიისა და ადამიანების შრომის დაფასებას ასწავლის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: