ბათუმის N9 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მაჭარაშვილი სასწავლო-კვლევით კონფერენციაში მონაწილეობდა
30-04-2024

ბათუმის N9 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა წახალისებას აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთი შესაძლებლობები ფართო საზოგადოებას გააცნონ. 

ამჯერად, მოსწავლეთა რიგით 77-ე ეროვნულ, სასწავლო-კვლევით კონფერენციაში სკოლის VIII კლასის მოსწავლე მარიამ მაჭარაშვილი მონაწილეობდა. 

ის საინტერესო თემით წარდგა აუდიტორიის წინაშე და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი მანანა ლემსაძე. სკოლაში მარიამს წარმატებულ გამოსვლას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203