აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში
30-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ, რითაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო ამრავალფეროვნებენ. 

ამჯერად, ნარა ასლანიანისა და არფინე სარკისიანის ხელმძღვანელობით, სკოლაში აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ.

მათ, ზოგადად, აღდგომის დღესასწაულის მნიშვნელობასა და სააღდგომო ტრადიციებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც შესაბამისად იყო გაფორმებული, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

ღონისძიებამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203