„ზნეობრივი მაგალითის ძალა!“ - წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მორიგი საინტერესო შეხვედრა
30-04-2024

მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს სამოქალაქო კლუბი „ფენიქსი“, რომლის ხელმძღვანელობით სკოლაში არაერთი საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა იმართება.

16 აპრილს, კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომლის თემაც - „ზნეობრივი მაგალითის ძალა!“, გახლდათ. აღსანიშნავია, რომ კლუბის პრეზიდენტი მატრონა ანთიძეა, მდივანი კი, დაიანა დვალიშვილი. 

შეხვედრაზე, კლუბის წევრებმა წარადგინეს პრეზენტაციები, იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც ზნეობრივი გმირობის მაგალითები უჩვენეს ერს.

მოსწავლეებმა შუშანიკის, ექვთიმე თაყაიშვილის, 9 აპრილის და 2008 წლის რუსეთ-საქართველის ომის გმირების პორტრეტები გააცოცხლეს.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ სასწავლო ნაწილის გამგე ნარგიზ ფირცხალავა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მედეა მოდებაძე.

როოგრც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრამ ჩაიარა საინტერესოდ, დისკუსიისა და პრეზენტაციების ფონზე.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203