„პროცენტები და ნაწილები“ - ინტელექტუალური ვიქტორინა ჩოლურის საჯარო სკოლაში
30-04-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მათემატიკაში ინტელექტუალური ვიქტორინა გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ. 

ვიქტორინა VI-XII კლასებში, კონსულტანტ მასწავლებლის, ნანა შუბითიძის ხელმძღვანელობით გაიმართა და თემა გახლდათ - „პროცენტები და ნაწილები“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვები გამოირჩეოდნენ დიდი აქტიურობით, ცდილობდნენ წარმოეჩინათ ცოდნის მაქსიმუმი, საბოლოო ჯამში, ვიქტორინა წარიმართა ხალისით და მოსწავლეების მაღალი ჩართულობით.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორინას მასწავლებლები და დირექცია ესწრებოდნენ, მათ კონკურსი დადებითად შეაფასეს და მოსწავლეებსა და პედაგოგს საინტერესო დღისთვის მადლობა გადაუხადეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203