„დედამიწა ჩვენი სახლია“- საინტერესო სოციალური პროექტი კინჩხის საჯარო სკოლაში
30-04-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს სოციალური პროექტი - „დედამიწა ჩვენი სახლია“, მიეძღვნა. 

პროექტის ფარგებლში მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს ნახატები, პლაკატები, საინფორმაციო ბუკლეტები, აუდიტორიის წინაშე წარდგნენ მინი სპექტაკლით და  საინტერესო პრეზენტაციით.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოეწყო ანიმაციური ფილმების ჩვენება, მოსწავლეებმა იმსჯელეს რა საფრთხის წინაშეა დღეს დედამიწა და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას.

პროექტის დასასრულს, პროექტის ხელმძღვანელმა, ბუნების მასწავლებელმა მოსწავლეებს გადასცა სამახსოვრო სერტიფიკატები პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის.  

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203