„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეებმა - ანა ხაჩიძემ და დავით ჩხიკვაძემ პრესტიჟული უცხოური უნივერსიტეტების დაფინანსება მოიპოვეს
30-04-2024

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა“ მოსწავლეებს ხარისხიან, საერთაშორისო დონის განათლებას სთავაზობს. პედაგოგები და დირექცია ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისთვის, რომ მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულნი და შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინონ, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მსოფლიო ასპარეზზეც. ბავშვები მათ ამ შრომას არ უკარგავენ, სწავლობენ მონდომებით, იღებენ მათ რჩევებს და შესაბამისად, შესანიშნავ შედეგებსაც დებენ.

ამ ყოველივეს ადასტურებს სკოლის მოსწავლეთა - ანა ხაჩიძისა და დავით ჩხიკვაძის წარმატებები.

მათ, უცხოურ უნივერსიტეტებში დაფინანსება მოპოვეს და შეთავაზება რამდენიმე უნივერსიტეტისგან მიიღეს.

მოსწავლეთა წარმატებებით სკოლა ამაყობს და მათ მომავალში წინსვალას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეულ მოსწავლეს მხარს უჭერენ და აფასებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203