ახმეტის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები დასუფთავების მასშტაბურ აქციას შეუერთდნენ
30-04-2024

ახმეტის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

18 აპრილს, მე-10 კლასის მოსწავლეები მასწავლებელ დალი გამხეტელაშვილთან ერთად დასუფთავების მასშტაბურ აქციას - „მე ვალაგებ საქართველოს“, შეუერთდნენ. 

აღსანიშნავია, რომ აქცია საქველმოქმედო ორგანიზაციის „სადაგის“ ორგანიზებითა და სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა. 

აქციის ფარგლებში, მოსწავლეები კოორდინატორ მაია მესტუმრესთან და გადამღებ ჯგუფთან ერთად ეწვივნენ პანკისის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლას და თანატოლებთან ერთად დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია და ხადორის მიმდებარე, წინასწარ შერჩეული ადგილი.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203