საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციებს გაეცნენ
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, იმართება არაერთი აქტივობა, რომელთა მიმდინარეობაშიც მოტივირებული მოსწავლეები მონდომებით ერთვებიან.
ახლახან, მასწავლებელ შორენა ოქრიაშვილის სადამრიგებლო - მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა, აღდგომის დღესასწაულის კვირეულის ფარგლებში, ინგლისურ ენაში, პროექტი მოამზადეს. მათ პედაგოგი ნათია პაპინაშვილი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა წინასწარ მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციების შესახებ და პრეზენტაცია გამართეს.
ღონისძიებას გიმნაზიის დირექცია ესწრებოდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გიმნაზიაში თითოეული მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი, რაც მათი წარმატებული მომავლის გარანტიაა.
იხილეთ ფოტოები: