ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა სახალისო აქტივობებით გაჯარებული გაკვეთილი
30-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, მესამე კლასში მეტად საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა, რომილს თემაც ზღაპარი „თალგამი“ იყო. 

მოსწავლეებმა ჯგუფებში იმუშავეს, ანიმაციური ფილმი ნახეს, შემდეგ კი, აპლიკაციები და გაზეთები დაამზადეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ისწავლეს რომ „ძალა ერთობაშია“ და რომ ერთიანი ძალით ნებისმერი პრობლემის გადაჭრა შეიძლება.

გაკვეთილი საგნის მასწავლებლის - გუანნა მკოიანისა და კონსულტანტ-მასწავლებლის - თამილა კობიაშვილის ჩართულობით ჩატარდა. 

მესამეკლასელებმა დრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203