ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეებმა ლატვიელი სტუმრები აღმოსავლეთ საქართველოში ამოგზაურეს
02-05-2024

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ არა მარტო მაღალი ხარისხის სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, არამედ შექმნილია გარემო, რომელიც მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებაზეა ორიენტირებული. 

აღსანიშნავია, რომ სკოლას ლატვიელი სტუმრები ეწვივნენ, მოსწავლეებმა კი, მათთვის გიდების როლი მოირგეს და ამოგზაურეს საქართველოში. 11 აპრილს კი, სტუმრები აღმოსავლეთ საქართველოში წაიყვანეს. 

ამჯერად, გიდის როლი მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოირგეს და მცხეთისა და თბილის ღირსშესანიშნაობები აჩვენეს სტუმრებს.

გასვლითი პროექტის - „გააცანი შენი სამშობლო“, ფარგლებში მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე მოამზადეს ყველა ობიექტის შესახებ ინფორმაცია სტუმრებისათვის. მათ მოინახულეს სვეტიცხოველი და სამთავროს დედათა მონასტერი მცხეთაში, თბილისში კი აბანოთუბანი, ძველი თბილისური სახლები, რიყე, სამების საკათედრო ტაძარი და ეროვნული გალერია, სადაც სტუმრებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები.

პროექტის ხელმძღვანელები გახლავთ: დირექტორი სოფიო კვინიკაძე და ინგლისური ენის პედაგოგი მეგი იმნაძე.

„ჩვენი ლატვიელი სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და ძალიან მოხიბლულნი დარჩნენ ჩვენი ლამაზი საქართველოს მონახულებით“, - ასე აფასებენ სკოლაში ვიზიტორების შთაბეჭდილებებს და დღეებს, რომლებიც დაუვიწყარ მოგონებად დარჩება სკოლის ისტორიაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203