არაშენდის საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა მუნიციპალიტეტის სპარტაკიადაში პირველი ადგილი დაიკავა
30-04-2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობითა და მოტივაციით გამოირჩევიან. 

ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა კონკურსსა თუ ღონისძიებაში ერთვებიან. ამჯერად, ფრენბურთელ გოგონათა გუნდი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სპარტაკიადაში მონაწილებდა. 

მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და წარმატებას მიაღწიეს - მათ პირველი ადგილი დაიკავეს. 

სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ, ულოცავენ და შემდგომშიც წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203