ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეებმა ლატვიელი სტუმრებისთვის გიდის როლი მოირგეს
30-04-2024
ქართულ-ევროპულ სკოლაში - „ორნატი“ მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი, რაც მოსწავლეთა წარმატებული მომავლის გარანტიაა. 

9 აპრილს, მე-7, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა გიდის როლი მოირგეს და ლატვიელ სტუმრებს დასავლეთ საქართველოს ღირშესანიშნაობები აჩვენეს. გასვლითი პროექტის - „გააცანი შენი სამშობლოს“ ფარგლებში, მოსწავლეებმა სტუმრებისთვის თითოეული ობიექტის შესახებ ინფორმაცია ინგლისურ ენაზე მოამზადეს. 

მათ მოინახულეს მუსიკოსების პარკი და საქართველოს მინიატურები - შეკვეთილში, პეტრას ციხე-სიმაგრე - ციხისძირში და სამების ტაძარი, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება მთელ ბათუმზე. აგრეთვე, დაათვალიერეს ქალაქი ბათუმი.

პროექტის ხელმძღვანელები ისტორიის მასწავლებლები - დარეჯან ფუტკარაძე და მინდია მაცაბერიძე, ინგლისური ენის პედაგოგი - თამარ თურქაძე და სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი - ავთანდილ ოსაძე არიან. 
 
„ჩვენი სტუმრები აღფრთოვანებული დარჩნენ გურიისა და აჭარის მომხიბლელობით და მოსწავლეების საინტერესო გიდობით“,- ამბობენ სკოლაში. 

გარდა ამისა, ისინი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში იმყოფებოდნენ. ინდუსტრიული ტურის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს საწარმოს საამქროები, მათ შორის ყველაზე დიდი მწარმოებელი უბანი - მე-4 საამქრო. ტურის ბოლოს, მეტალურგიის თემაზე შექმნილი ახლადრესტავრირებული ისტორიული მოზაიკური პანო მოინახულეს.
მათ მეგზურობა ჯორჯიან მანგანეზის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ქუთათელაძემ და ქარხნის დირექტორმა გოჩა ქურდაძემ გაუწიეს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203