სალომინაოს საჯარო სკოლაში დედამიწის დღე შემეცნებითი და გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა
30-04-2024

აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ, ისინი სასწავლო პროცესს საინტერესო აქტივობებით ხშირად ამრავალფეროვნებენ. 

ამჯერად, მოსწავლეებმა, მათი ხელმძღვანელობით, დედამიწის დღე იზეიმეს. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში არაერთი თემატური ღონისძება გაიმართა. სასკოლო საზოგადოებამ სკოლის ეზო გაამწვანა, მათ ყვავილები დარგეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, ნამუშევრები დაამზადეს და ამ დღის შესახებ ისაუბრეს. 

აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203