ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
30-04-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით სხვადასხვა საგანმანათლებლო სახის აქტივობაში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში შიდასასკოლო გუნდური ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა, რომელშიც სამივე საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

თითოეულ გუნდი ხუთი მოსწავლისგან იყო დაკომპლექტებული. თამაშში, გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები საფეხურების მიხედვით (V, VIII და X კლასები).

თითოეულ მონაწილეს კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის გარაეცა ელექტრონული სიგელი, ხოლო გამარჯვებული გუნდები სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.

თამაშის სკოლაში შორენა ბერიძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203