განთიადის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ტექნოლოგიურ მუზეუმს სტუმრობდნენ
30-04-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო ადგილს სტუმრობენ.

ამჯერად, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელ ნაზი ყურშუბაძესთან ერთად, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმს ეწვივნენ.

ლექცია „პორტოფრანკოს“ სახელწოდებით საინტერესოდ წარიმართა. ყურადღება გამახვილდა ნავთობის საკითხებზე, კერძოდ, როგორ ჩაეყარა საფუძველი ბათუმში ნავთობის ქარხანის მშენებლობას, ისაუბრეს ნავთობპროდუქტებსა და მათ მნიშვნელობაზე, იმპორტ-ექსპორტზე.

ქიმიის მასწავლებელს მუზეუმის დირექციისგან სერტიფიკატი გადაეცა.

ნაზი ყურშუბაძე მადლობას უხდის მათ და მუზეუმის ყველა თანამშრომელს საინტერესო ლექციისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203