ჭალადიდის საჯარო სკოლაში წინასააღდგომო სამზადისია
30-04-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან.

პედაგოგ ლუიზა ფირცხალავას ხელმძღვანელობით, მე-4 კლასელებმა ჯეჯილი დათესეს.

იზარდე მწვანე ჯეჯილო“ ,- აღნიშნეს მოსწავლეებმა, რომელთათვის აქტივობა ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.

სკოლის დირექტორი ნანა ქარციძე მე-4 კლასელებისა და მათი მასწავლებლის მონდომებით აღფრთოვანებული დარჩა.

„საოცარი წუთები მაჩუქეს მე-4 კლასელებმა თავის ლუიზა მასწავლებელთან ერთად, ისე მოულოდნელად ხდები ყველა ამ პროექტის უნებური მონაწილე, ისე აგიყოლიებენ, შენც მათი ასაკის ხდები.

ისე უყვართ, როცა იციან და ცოდნას გინაწილებენ. მიყვარხართ“, - აღნიშნავს დირექტორი ნანა ქარციძე.

სკოლაში, მოსწავლეთა განწყობის ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები ყოველთვის ზრუნავენ.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203