„მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო გაკვეთილი-პროექტი ჩატარდა
30-04-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი ინტერესით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის X კლასმა, პედაგოგ ნატალია შოთაძის ხელმძღვანელობით, გაკვეთილი - პროექტი „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ განახორციელა.

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში, იმუშავეს ჯგუფებში, რომლებიც შედგებოდა: ისტორიკოსების, ლიტერატორებისა და ექსპერტებისგან. ბავშვებს მასწავლებელთან ერთად დახმარება უნდა გაეწიათ ჯფუფებისთვის.

პროექტის ფარგლებში, ასევე დამუშავდა ტრადიციული აქტუალური თემები, აფორიზმები, სურვილისამებრ სტროფები. ბავშვებმა გაავლეს პარალელები თანამედროვეობასთან, ისაუბრეს  მხატვრულ ღირებულებაზე, ბოლოს შეასრულეს აქტივობა „რაფთ“.

პროექტი შეფასდა შეფასების რუბრიკებითა და ქვიზებით.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს საჭირო უნარებს სძენს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203