მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მედეა ბოკუჩავას ხელმძღვანელობით, „აბესალომ და ეთერი“ დადგეს
30-04-2024
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში  მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

სკოლაში ამ მიმართულებით, არაერთი ღონისძიება თუ პროექტი ეწყობა. ამჯერად კი, VI კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი - „აბესალომ და ეთერი“ გამართეს. ისინი თემატურად შეიმოსნენ, არაჩვეულებრივი წარმოდგენა გამართეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

მეექვსეკლასელებმა მათზე დაკისრებული როლები წარმატებით შეასრულეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

ღონისძიების ხელმძღვანელი მედეა ბოკუჩავა გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203