ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლიანა ჩიხლაძე სასწავლო-კვლევითი კონფერენციის გამარჯვებულია
29-04-2024
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ წარმატებას აღწევენ, რაც პროფესიონალ პედაგოგთა შრომის დამსახურებაა.
ამჯერად, სკოლაში მასწავლებელ მანველიტა სარჯველაძის სადამრიგებლო - მე-11ბ კლასის მოსწავლის - ლიანა ჩიხლაძის მიღწევით ხარობენ. ის მოსწავლეთა 77-ე სასწავლო კვლევითი კონფერენციის გამარჯვებულია. აღსანიშნავია, რომ ლიანა ჩიხლაძე სკოლაში მოქმედი ეკო კლუბის -ჩვენი გარემოს“ წევრია.
„შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავება და შეგროვილი ნარჩენების სეპარირება“,- ეს იყო თემა, რომელზეც მოსწავლემ იმუშავა და სადაც ნათლად გამოვლინდა კავშირი მდგრადი განვითარების მე-14 მიზანთან - წყალქვეშა რესურსები - ოკეანეების, ზღვების და მათი რესურსების შენარჩუნება და მდგრადი მოხმარების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლემ ნაშრომი საუკეთესოდ წარადგინა და საქართველოს მასშტაბით, პირველი ადგილი მოიპოვა. მას მენტორობას ბიოლოგიის მასწავლებელი - მადონა წივწივაძე უწევდა.
„ვულოცავთ ლიანას და ქალბატონ მადონას ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს, შემდგომ საქმიანობაში“,- ამბობენ სკოლაში.
აღნიშნული კონფერენცია, 2024 წლის 27 აპრილს, ეროვნული სასახლის ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართა. მონაწილეებმა კონფერენციის 9 სექციაში მეცნიერების სხვადასხვა სფეროში შექმნილი სამეცნიერო ნაშრომები დაიცვეს. კონფერენციის მთავარი თემა იყო „მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისა და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრა“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს