საგარეჯოს N4 საჯარო სკოლამ უმცროსკლასელთა ინტელექტთამაშში პირველი ადგილი დაიკავა
01-06-2018
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს საგარეჯოს მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლში უმცროსკლასელთა რიგით მე-8 ინტელექტთამაში გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობდნენ საგარეჯოს N1, N3, N4, პატარძეულის, გიორგიწმინდის საჯარო და პატარძეულის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმის ინტელექტგუნდები.
თამაშის თემა გახლდათ - ავსტრია.
პირველი ადგილი 18 ქულით საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მე-2 ადგილზე 17 ქულით გიორგიწმინდის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, 16 ქულა და მე-3 ადგილი საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, 15-15 ქულით მე-4 ადგილი პატარძეულის საჯარო და პატარძეულის ლიცეუმმა მიიღო, 14 ქულით მე-5 ადგილი საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
კაპიტნების კონკურსში პირველი ადგილი 2-2 ქულით პირველი საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანმა ნიკა კევლიშვილმა, პატარძეულის საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანმა ნია ბოჭორიძემ და გიორგიწმინდის საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანმა ლიკა კევლიშვილმა დაიკავეს; მე-2 ადგილი 1-1 ქულით საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანმა ნანუკი ტიგინაშვილმა, მე-4 საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანმა ვიტალი ოსეფაშვილმა და პატარძეულის ლიცეუმის გუნდის კაპიტანმა ნათია ვაჩნაძემ დაიკავეს.
თამაში საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, შემდეგ კი დოკუმენტური ფილმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიის შესახებ აჩვენეს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს