„გადავარჩინოთ დედამიწა“- ღვანკითის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეთა მოწოდება და საინტერესო პროექტი
გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები სასკოლო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან.
მათ მასწავლებელ ცირა მურჯიკნელის ხელმძღვანელობით, პროექტი - „გადავარჩინოთ დედამიწა“ განახორციელეს.
ლამაზი გარემო, მოწესრიგებული კლასი, ლამაზად გამოწყობილი გოგო-ბიჭები, მრავალფეროვანი თვალსაჩინოება, სიტყვა, სიმღერა, ფოტოები - აღნიშნული პროექტის შემადგენელი ნაწილი იყო. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ დედამიწის დღე აღნიშნეს, ბევრი რამ ისწავლეს და სასკოლო საზოგადოებასაც ასწავლეს. გარდა ამისა, მოსწავლეებმა ბუნებაში მიღებული ცოდნაც შეაჯამეს.
პატარებმა დედამიწის დაცვის შესახებ ბროშურები საკუთარი ხელით დაამზადეს და სტუმრებსა თუ თანატოლებს დაურიგეს.
„ძალიან მოტივირებული და ინტერესიანი კლასია. ხშირად გვანებივრებენ სხვადასხვა პროექტითა თუ ღონისძიებით. ეს ყველაფერი კი ცირა მასწავლებლის „ბრალია“. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, დირექცია და პედაგოგები. დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, ამომწურავი ინფორმაციისათვის და საინტერესო წარმოდგენისთვის. მუდამ ბედნიერ და მშვიდობიან დედამიწაზე ეცხოვროს მათ თაობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: