ღვანკითის საჯარო სკოლის პირველკლასელები გარემოს დაცვის სადარაჯოზე 
29-04-2024

გარემოს დაცვა, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ და ბუნების სიყვარულსა და მისი მოფრთხილების მნიშვენლობას ასწავლიან. 

ცხადია სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა, მასწავლებელის ნინო გოგიაშილის ხელმძღვანელობით. 

„უკვე აწუხებთ ფიქრი: „ადამიანო, დედამიწა ხომ გადარჩება???“

უკვე მზად არიან გაუმრთელონ ბზარები საერთო სახლს-დედამიწას.

უკვე იციან, ეს როგორ გააკეთონ.

უკვე დაიწყეს...

ადრე გაზაფხულზე ყველამ თითო ნერგი დარგო. შეთანხმდნენ, ტრადიცია იყოსო.

მშვიდობა უნდათ, ომის ეშინიათ...

უცნაურად აუძგერდათ პატარა გულები, სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპულ თანასკოლელ გმირს მისსავე ეზოს ყვავილები რომ დაუწყვეს ობელისკთან.

მერე მშობლიური სკოლის მიდამოები დაასუფთავეს, ბებერ ცაცხვს ჩაეხუტნენ,მალე ერთად ყოფნა შეავედრეს ადგილის დედას და ნაფიქრ-ნააზრევის გადმოცემას ასფალტზე შესრულებული ნახატებით შეეცადნენ.

მშობლიური მდინარის მშვენიერი ნაპირებიდან მონაქროლ ნიავს მხიარული თამაშები ააყოლეს, სუფთა ჰაერზე შინაური გემრიელობებიც ძალიან ეამათ.

ბოლოს კი, ტაძრიდან გამოსულებმა იმედიანი გზავნილი გაახმოვანეს: დიახ, დედამიწა გადარჩება,მას ჩვენ გადავარჩენთ!

ჩვენს სკოლაში მარტო წერა-კითხვას როდი ასწავლიან! მადლობა, ნინო მასწავლებელს მოსწავლეეებისათვის ყველაფრის მიმართ სიყვარულის გაზიარებისათვის. მადლობა ჩვენს პირველკლასელებს!“- გვიზიარებენ ამ დღის ემოციებსა და პირველკლასელების დაუვიწყარ თავგადასავალს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203