მარტუნის საჯარო სკოლაში 26 მაისი ქართულ-სომხურმა სექტორმა ერთობლივად აღნიშნა
01-06-2018
მარტუნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 

ზეიმზე ქართულ-სომხურ სექტორმა მიიღო მონაწილეობა. 

ზეიმი საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, შემდეგ აჟღერდა ლექსები და სიმღერები, მოსწავლეებმა სიტყვით მიმართეს მაყურებელს, როგორც ქართულ, ასევე სომხურ ენაზე. 

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა არის მცირეკონტიგენტიანი, ღონისძიებამ მაინც წარმატებით და საინტერესოდ ჩაიარა. 

ღონისძიება პედაგოგების გურამ მურმანიშვილის, ოსანნა გოზალიანის, ნინა ინასარის, ხატისა თოთაძისა და მზია ზაზაძის ორგანიზებით ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203