ირგანჩაის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობები მიუძღვნეს
30-04-2024

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას და მათში გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებას. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა დედამიწის დღეც. 

ამ დღესთან დაკავშირებით, ქართული სექტორის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები მოაწყვეს.

დამრიგებლებმა კლასის საათები ჩაატარეს, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას დედამიწის დღესთან დაკავშირებით.

სასკოლო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიაზრა ამ დღის არსი და მნიშვნელობა, განსაზღვრა თითოეული ადამიანის როლი ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203