
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, სასწავლო წელი მალე დასრულდება, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებს მოტივაცია არ დაუკარგავთ, ენთუზიაზმით არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში.
ამჯერად, მეოთხე კლასის მოსწავლემ, ელენე თათენაშვილმა კლასში საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა, თემაზე - „კონტინენტები“.
მოსწავლემ მოიძია ინფორმაცია საპრეზენტაციო თემის ირგვლივ და კლასელებს გაუზიარა, მათი მოსაზრებები მოისმინა და შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წამართა.
პერეზენტაცია საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა, მან მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა გამოიწვია.
იხილეთ ფოტოები: